ვხედავთ ერთის მხრივ ორმაგ სტანდარტს და მეორეს მხრივ, თვითონ ეს ევრობიუროკრატები როგორ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იგივე ევროკომისიის ინდექსებსა და ანგარიშებს, -განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით.
„ვხედავთ ერთის მხრივ ორმაგ სტანდარტს და მეორეს მხრივ, თვითონ ეს ევრობიუროკრატები როგორ უპასუხისმგებლოდ ეკიდებიან იგივე ევროკომისიის ინდექსებსა და ანგარიშებს. უკვე აღარ გვიკვირს, რომ ეს პოლიტიკური კლასი დეკადანსს განიცდის, რაც განპირობებულია სუვერენიტეტის არარსებობით და იმით, რომ თვითონ არიან არა გადაწყვეტილების მიმღებნი, არამედ დავალებების შემსრულებლები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ევროკომისიის ანგარიშზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამრთულ ბრიფინგზე ისაუბრა.
საქართველოს ხელისუფლებამ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 52% მიიღო, მსოფლიოში 32-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიცია დაიკავა. ლიდერობით და შორსმჭვრეტელობით საქართველოს ხელისუფლება უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 19 სახელმწიფოს : ისლანდიას, ჩეხეთს, ლატვიას, ესპანეთს, უნგრეთს, პორტუგალიას, ბულგარეთს, საბერძნეთს, მალტას, სლოვენიას, პოლონეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, სლოვაკეთს, მონტენეგროს, კვიპროსს, ხორვატიას, რუმინეთს, ალბანეთს, თურქეთს.