გიორგი ვოლსკი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ყველა თავისი დარგის სპეციალისტია. ყველა თავისი დარგის მაღალი მაღალი დონის ინტელექტუალი პროფესიონალია

გიორგი ვოლსკი თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებზე: ყველა თავისი დარგის სპეციალისტია. ყველა თავისი დარგის მაღალი მაღალი დონის ინტელექტუალი პროფესიონალია

ჩვენი მაჟორიტარები არიან ადამიანები, რომლებიც ემოციურად არიან განწყობილები ზუსტად ისე, როგორც საუკეთესო თბილისელი, როგორც ჩვენი ყველა თანამოქალაქე, ვისაც უყვარს ეს ქალაქი, ვისაც უყვარს საქართველო და პატრიოტიზმის მისთვის არის მნიშვნელოვანი მახასიათებელი, - განაცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე საუბრისას.

გარდა ამისა, ყველა თავისი დარგის სპეციალისტია. ყველა თავისი დარგის მაღალი მაღალი დონის ინტელექტუალი პროფესიონალია. არა მხოლოდ ქალაქის მიმართ, არამედ ზოგადად იმ საკაცობრიო მნიშვნელობის საკითხების მიმართ აქვს სწორი დამოკიდებულება, როგორიც უნდა ჰქონდეს ქართველ პატრიოტ ადამიანს, ვინც აფასებს ყველაფერს რასაც ქართული ჰქვია და საქართველოს ინტერესები მისთვის არის უპირველეს ყოვლისა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ქართული ოცნება“ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს, 21:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობის 25 კანდიდატს წარადგენს.