ირაკლი კობახიძე: უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში

ირაკლი კობახიძე: უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში

უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას და ასევე უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ, ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის ფორმატიდან საზოგადოებამ ბევრი ახალი ინფორმაცია მოისმინა, ასევე ბევრი რამ გაიხსენა და ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული დასკვნით დოკუმენტში.

საზოგადოება აკვირდებოდა საგამოძიებო კომისიის მუშაობას, არაერთი ახალი ინფორმაცია მოისმინა და, ასევე, ბევრი რამ შეგვახსენა საგამოძიებო კომისიის ფორმატმა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ყველა ეს მიგნება უნდა იყოს ასახული საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნაში. უნდა შეფასდეს რეჟიმი - ეს არის მთავარი ამოცანა, რაც აქვს საგამოძიებო კომისიას. რეჟიმის შეფასება უნდა გაკეთდეს და, ასევე, უნდა შეფასდეს ის, თუ რა საქმიანობით იყვნენ დაკავებულები კონკრეტული პოლიტიკური ძალები და ადამიანები, გასული 12-13 წლის განმავლობაში, როდესაც ისინი უკვე ოპოზიციას წარმოადგენდნენ. ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს და ყველაფერს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება, ეს არის საგამოძიებო კომისიის მთავარი ამოცანა, დაველოდოთ საბოლოო დოკუმენტს,"- განაცხადა პრემიერმა.