ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები

ირაკლი კობახიძე: 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები

ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზანი, 2030 წლისთვის საქართველო სრულად მოვამზადოთ ევროკავშირში წევრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე განვითარება შეწყვიტა, არის აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია.

კიდევ ერთხელ შეგვიძლია დავდოთ პირობა იმასთან დაკავშირებით, რომ კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამისთვის ძალიან ბევრი რამ კეთდება, მათ შორის, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში 11 მლრდ დოლარზე მეტით გავზარდეთ სხვაობა საქართველოს და მაგალითად, მოლდოვის ეკონომიკას შორის. ყველა ეს ნაბიჯი, ყველა რეფორმა ემსახურება იმას, რომ საქართველო, მათ შორის, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2030 წლისთვის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.