ანალიტიკოსი ენტონი კონსტანტინი: „მეგობარი აქტის“ მიღება შეცდომა იქნება, ხოლო თუ მას ტრამპს მაგიდაზე მაინც დაუდებენ, მან ვეტო უნდა დაადოს

ანალიტიკოსი ენტონი კონსტანტინი: „მეგობარი აქტის“ მიღება შეცდომა იქნება, ხოლო თუ მას ტრამპს მაგიდაზე მაინც დაუდებენ, მან ვეტო უნდა დაადოს

გამოცემა The American Conservative აშშ-ის კონგრესის მხრიდან საქართველოს სავარაუდო დასანქცირების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის ივნისში წარმომადგენელთა პალატამ მეგობარი აქტი“ ხმათა უმრავლესობით მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ავალდებულებს, რომ მან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრისა და დეპუტატების წინააღმდეგ.

ახლა მეგობარი აქტი“ სენატშია და თუ არაფერი შეიცვლება, სავარაუდოდ, მას ხმათა იგივე უმრავლესობით მიიღებენ, - წერს გამოცემა.

სტატიის ავტორი, ანალიტიკოსი ენტონი კონსტანტინი აღნიშნავს, რომ მეგობარი აქტის“ მიღება შეცდომა იქნება, ხოლო თუ მას მაინც დაუდებენ ტრამპს მაგიდაზე, მან ვეტო უნდა დაადოს. მისი შეფასებით, კანონპროექტი მოძრაობა ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკურ მიზნებს ეწინააღმდეგება, ბუშისა და ბაიდენის ადმინისტრაციების მიერ დემოკრატიის პოლიტიკის წინ წაწევის სისტემატიზაციას ახდენს და მრავალპოლარულ სამყაროში ამერიკისთვის არასახარბიელო პირობებს ქმნის.

როგორც The American Conservative წერს, მეგობარი აქტი“ კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ იყო წარდგენილი, რომელიც თითქოსდა სამხრეთ კაროლინას წარმოადგენს. თითქოსდა იმიტომ ითქმის, რომ გაურკვეველი მიზეზებით ის საქართველოს გადაეკიდა. მარტიდან ის სოციალურ ქსელ X-ზე სულ უფრო მეტ პოსტს უძღვნის საქართველოს, ვიდრე საკუთარ შტატს, სამხრეთ კაროლინას. ის ხშირად ხვდება ქართული ოპოზიციის ლიდერებს. მან საქართველოს ეროვნული დროშის დღეც კი აღნიშნა.

უილსონი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობამ არაერთხელ გააყალბა არჩევნები, ბოლოს ეს 2024 წელს მოხდა. როგორც მეგობარი აქტშია“ აღნიშნული, ამ გაყალბებამ“ ზიანი მიაყენა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდირებას“, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია... აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის“. მაგრამ, როგორც სტატიაში წერია, არსად ამბობენ, თუ რატომ არის კონსოლიდაცია ასეთი მნიშვნელოვანი: მას უბრალოდ, როგორც მოცემულობას იღებენ.

სტატიაში ცალკე ადგილი ეთმობა მმართველ პარტიას ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“. სტატიის ავტორი წერს, რომ ქართული ოცნება“ რუსეთთან პაექრობაში დაინტერესებული არ იყო, განსაკუთრებით რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ. საქართველოს მმართველ პარტიას თავის ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელთან მეგობრული თუ არა, არა გამაღიზიანებელი ურთიერთობები ჰქონდა.

მაგრამ, როგორც The American Conservative წერს, ეს გარემოება ევროკავშირისთვის და ვაშინგტონში მსხდომი ლიბერალი ინტერნაციონალისტებისთვის პრობლემური გახდა. მათ საქართველოს დასავლურ ბლოკში ჩათრევა მოისურვეს. დასავლური ქვეყნები ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებში მილიონობით დოლარს დებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყნის პოლიტიკასა და მედიაზე გავლენას მოახდენდნენ. ამასთან საბრძოლველად ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის დასაწყისში მიიღო კანონი, რომელიც ნებისმიერ სამოქალაქო ორგანიზაციას, რომელიც დაფინანსების არანაკლებ 20%-ს საზღვარგარეთიდან იღებს, ავალდებულებს დარეგისტრირდეს, როგორც უცხოური აგენტი.

დოი ეგ ყლინჯი უილსონი არის საქართველოს მტერი,დიდ სთეითის ერთერთი წარმომადგენელი და არ მიკვირს მისი ასეთი ბრძოლა ჩვენს გასანადგურებლად!..
8 წუთის უკან