„ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ევროპა-ბრიტანეთის უიარაღოდ წარმოებულმა ომმა გადაფაროს. მითუმეტეს, ახალი სატარიფო პოლიტიკა აშშ-სგან ამ ქვეყნების მიმართ უკვე ამოქმედდა,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე.
ექსპერტის თქმითვე, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის დამოუკიდებლობის შესაძლო აღიარება, პასუხია აშშ-ს ქმედებებზე.
„თანდათან იზრდება იმ სახელმწიფოების რიცხვი, ვინც მხარს უჭერს პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას. პარალელურად, მწვავდება რეაქცია, როგორც ისრაელიდან, ასევე აშშ-დან. აქ გადამწყვეტი ტრამპის პოლიტიკაა. დღეს მარკო რუბიომ განაცხადა, რომ კანადის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის განცხადებები ამ საკითხზე უმნიშვნელოა, რადგან ისინი ვერ უზრუნველყოფენ პალესტინის სახელმწიფოდ შექმნას, რომელსაც ასევე სჭირდება ისრაელის თანხმობა.
დიახ, ეს ასეა, თუმცა, მარკო რუბიოს გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ამ კონკრეტულ ქვეყნებში მიგრაციული პოლიტიკის გათვალისწინება. მართალია, კანადის, ბრიტანეთისა და ზოგი ევროპული ქვეყნის მიერ პალესტინის შესაძლო აღიარება პასუხია აშშ-ს ქმედებებზე მათ წინააღმდეგ, მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც მოქმედებს - ეს ქვეყნები “მიგრაციულ ტყვეობაში” არიან”. ყველას კარგად გვახსოვს, რომ საფრანგეთისა და გერმანიის ბოლო არჩევნებში გადამწყვეტი ხმები სწორედ იმიგრირებულ მუსლიმ მოქალაქეებს ეკუთვნოდათ. პოლიტიკაში მხარდაჭერა ცალმხრივი არ არის, ის ვალდებულებაცაა და როგორც ჩანს, “ვალს” ამით იხდიან. თან ალბათ იმასაც თვლიან, რომ ეს ინიციატივა შემდეგ არჩევნებშიც გაამყარებს მათ ყოფნას პოლიტიკაში.
მიგრაციული პოლიტიკა ამ შემთხვევაში ძლიერი საყრდენია არსებული მმართველებისთვის ევროპაში, ბრიტანეთსა და კანადაშიც. ის, რაც დამღუპველია მათი გენოფონდისთვის, სასარგებლოა პირადი ინტერესებისთვის. ამისთვისაც დაიწყო მასშტაბური მიგრაციული ნაკადების მიღება ამ ქვეყნებში, რომ დღეს და ხვალაც გლობალისტებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოეყენებინათ.
არ ვიცით, როგორ გადაწყდება პალესტინის ბედი, მაგრამ ფაქტია, დაუმორჩილებელი ევროპის, ბრიტანეთისა და კანადის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ ომს ამ ქვეყნებმა პალესტინის აღიარების მზაობით უპასუხეს. ვნახოთ, გამოიღებს თუ არა შედეგს მათგან ტრამპის “დაშინება”, მაგრამ ერთი კი ცხადია, ასე თუ გაგრძელდა, შესაძლოა რუსეთ-უკრაინის ომი აშშ-ევროპა-ბრიტანეთის უიარაღოდ წარმოებულმა ომმა გადაფაროს. მითუმეტეს, ახალი სატარიფო პოლიტიკა აშშ-სგან ამ ქვეყნების მიმართ უკვე ამოქმედდა,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.