„ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები, მათხოვრებად ხართ” – დიდი დაპირისპირება ნინო ნადირაძესა

„ჩემს შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები, მათხოვრებად ხართ” – დიდი დაპირისპირება ნინო ნადირაძესა "ტვ პირველის" ჟურნალისტებს შორის

ექიმი და "იმედის" წამყვანი ნინო ნადირაძე, რომლის ვაჟი, ივიკო კუზანოვი .. პროევროპულ აქციაზე დაშავდა, “ქართული ოცნების” მიერ, კახა კალაძის მერობის კანდიდატად წარდგენის ღონისძიებას დაესწრო.

ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სტუდენტი ამბობდა, რომქართული ოცნების” მიერ არჩეულ კურსს არ ეთანხმებოდა.

ქართული ოცნების” ღონისძიებაზე მოსული ვივა მედის” დირექტორი დღეს ამ ფაქტის გახსენებამ გააღიზიანა:

თქვენ მე სინდისზე ნუ მელაპარაკებით. ჩემი შვილი იყო ერთხელ აქციაზე, ნახა და წამოვიდა, ახლა ჩემს გევრდით არის. ის თუ იყო აქციაზე, თავის საქციელზე თვითონ აგებს პასუხს…

რატომ გაქვთ ასეთი აგრესიული სახე, გამოხედვა, ჩემს მიმართ გაქვთ აგრესია? მე უნდა მქონდეს, მთელი ორი წელი, მკვლელი მეძახეთ. მომიხადეთ ბოდიში? ყველა წამყვანი მატყუარა გყავთ. ყველა პარტიას მორგებულები, თქვენ რა ფულითაც ხართ, მოპარული ფულით, ხართ. ხაზარაძის ფულებით ხართ. ჩემი შვილი სადაც უნდა იქ იდგება. ჩემ შვილთან რა ხელი გაქვთ, თქვე კომუნისტებო, ბოლშევიკებო, თქვენ ხართ თაღლითები, მოპარული ფულით დაფინანსებული, რომლებიც მათხოვრებად ხართ", - უთხრა მან "ტვ პირველის" წარმომადგენლებს.

ჟუნალისტის კითხვას, მიიღო თუ არა მისმა შვილმა დაზიანება, ნინო ნადირაძემ კვლავ აგრესიით და ყვირილით უპასუხა:

"ჩემმა შვილმა ფეხი წამოკრა, ახლაც ტყუით, მომიხადეთ ბოდიში, ამოიღეთ ჩანაწერი, არ დაშვებულა, ხელი არავის დაუკარებია. ჩემი შვილი არაფერს აპროტესტებს, აქციაზე მივიდა დასახმარებლად, ბევრი იყო იქ მისული, თქვენ ვინ გეკითხებათ, ჩემი შვილი სად იყო? მაინტერესებს, როდის მომიხდით ბოდიშს. ეს ტელევიზია ყოველდღე ხურავდა ჩემ კლინიკას და ეძახდა მკვლელებს. ჩემ შვილს ყველაფრის უფლება აქვს, თქვენ არ გაქვთ არაფრის უფლება, თქვენ ხართ მონები, ხელფასის მონები. ზუსტად ვიცი, ვის რამდენს გიხდიან?!” - თქვა ნადირაძემ.

მარბიელი რა დონის ნახმარი პრეზერვატივი უნდა იყო. დედას შვილზე მამაზე ან ძმაზე წამოაყვედრო რამე; თქვე ხაზარაძის მონებო, მამის დანაშაულზე შვილს სტალინი არ თხოვდა პასუხს! (თუ მცა არც ვიცი რა დააშავა )
17 საათის უკან
დოი ქ.ნინო,მაგ უზრდელი ჟურნალისტებს უნდა უჩივლოთ,უნდა აგოს პასუხი ადამიანის მიმართ ასეთი ცინიკური დამოკიდებულების გამო.თქვენ არაფრად უნდა ჩაგეგდოთ მათი შეკითხვები,არ უნდა გეპასუხათ არაფერზე და გაგეტარებიათ...ყურზე ხელი არ აუღია,შავნოდარა აძლევდა ალბათ მოქმედების მითითებებს.მეორეა კიდევ,თქვენი ნათქვამის ინტერპრეტაცია როგორ მოახდინეს,თურმე სხვის შვილს არაფრის უფლება აქვს,თქვენსას ყველაფრის.არაცდა ვინც გისმონათ,თუ ოდნავ მაინც ანალიზის უნარი გააჩნია,კარგად უნდა მოხვედრილიყო რა თქვით! გამაგრდით,ვირუსთან წიხლი არ უნდა გეწყინოთ!
16 საათის უკან