ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა

ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროკავშირის ხელმძღვანელობის შეცვლის დროა.

ორბანი ამბობს, რომ ბრიუსელი ევროპას ნგრევისა და ომისკენ მიაქანებს. უნგრეთის პრემიერის თქმით, ევროკავშირს დღეს აღარაფერი აქვს საერთო მის თავდაპირველ ღირებულებებთან, რადგან დღეს ევროპული ბლოკი წევრი სახელმწიფოების შიდა საქმეებში ერევა.

უნგრეთის პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელის გეგმა: დაამარცხოს რუსეთი ფრონტის ხაზზე და შედეგად რუსეთის ხელისუფლების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს - სრული სიგიჟეა.

ორბანი ომში უკრაინის გამარჯვებას არა რეალურს უწოდებს და აცხადებს, რომ ერთადერთი გამოსავალი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა.

„ევროკავშირი აღარ არის ისეთი, როგორიც ჩვენი გაწევრიანებისას, 2004 წელს იყო. მაშინ არავინ გვაიძულებდა მიგრანტების მიღებას, არ ერეოდნენ ჩვენს შიდა საქმეებში, განათლებასა ან გენდერულ საკითხებში. ბრიუსელს უნდა, რომ ომში ჩაგვითრიოს. უნგრეთი ამას ეწინააღმდეგება. ჩვენ გვსურს მშვიდობა, ამიტომაც მათთვის საფრთხეს წარმოვადგენთ. ზელენსკისაც უნდა ჩვენი ომში ჩართვა. ბრიუსელის გეგმა, რომ უკრაინა რუსეთს ფრონტზე დაამარცხებს და შემდეგ იქ დესტაბილიზაციას გამოიწვევენ, სიგიჟეა. უკრაინა რუსეთს ფრონტის ხაზზე ვერ დაამარცხებს. რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა, და არასოდეს არავის დაუმარცხებია ბირთვული სუპერძალა. მე კვლავ ვფიქრობ, რომ მხოლოდ ტრამპს აქვს შანსი რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობას მიაღწიოს. ვიდრე რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტები არ დასხდებიან და არ გააფორმებენ შეთანხმებას, სადაც უკრაინის ომი, ენერგეტიკა, სანქციები და იარაღის კონტროლი იქნება გათვალისწინებული, ეს ომი არ დასრულდება“, - თქვა ორბანმა.

დოი შეცვლის არა,ამ კორუმპირებული ორგანოს დაშლის და გაუქმების დროს!.სსრკ დაინგრა და ესენი რა,წითელი კვერცხები ხომ არ არიან ..
20 საათის უკან