„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი შეფასებით, არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს მმართველი გუნდის პოზიციის სისწორეს.
„ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მორგი ჯერზე არის იმის დასტური, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძემ ისეთი გეგმა შესთავაზა სახელმწიფოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში - წაგება იქნებოდა თუ მოგება, მას ფული უნდა ჩაედო ჯიბეში. შემდგომ ის იკადრა, რომ თავის სახელმწიფოსა და ხალხს, 1,5 მილიარდი მოსთხოვა. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ამოეღოთ ჯიბიდან ეს 1,5 მილიარდი და წასულიყო ხაზარაძის ჯიბეში, იმიტომ რომ მან ეს პროექტი უბრალოდ ვერ განახორციელა. აი ეს არის მისი მიდგომა ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - აღნიშნავს მაჭარაშვილი.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს. უწყების ცნობით, ვაშინგტონის არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა.