შალვა პაპუაშვილი BMG-ის სტატიაზე: სპეციფიკური სეგმენტი შეიქმნა საქართველოში „ნაცი ბიზნესმენების“, რომლებიც მაზოხიზმში გადავარდნილი არიან. ისე უნდათ, რომ რამენაირად დაზიანდნენ, დაზარალდნენ, რომ მერე ამაზე მოთქვან და ვიღაცას დააბრალონ

შალვა პაპუაშვილი BMG-ის სტატიაზე: სპეციფიკური სეგმენტი შეიქმნა საქართველოში „ნაცი ბიზნესმენების“, რომლებიც მაზოხიზმში გადავარდნილი არიან. ისე უნდათ, რომ რამენაირად დაზიანდნენ, დაზარალდნენ, რომ მერე ამაზე მოთქვან და ვიღაცას დააბრალონ

სპეციფიკური სეგმენტი შეიქმნა საქართველოში ნაცი ბიზნესმენების“, რომლებიც მაზოხიზმში გადავარდნილი არიან. ისე უნდათ, რომ რამენაირად დაზიანდნენ, დაზარალდნენ, რომ მერე ამაზე მოთქვან და ვიღაცას დააბრალონ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი BMG-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ბათუ ქუთელიას ბიზნესპარტნიორი აცხადებს, რომ სასტუმროში ჰყავს რუსი, ინდუსი და პაკისტანელი ტურისტები, რომლებიც ფულს არ ხარჯავენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ჩამოყალიბდა ბიზნესმენების გარკვეული წრე, რომელსაც სურს თუნდაც თვითდაზიანების ხარჯზე ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, რომ ცუდად არის.

სპეციფიკური სეგმენტი შეიქმნა საქართველოში ნაცი ბიზნესმენების“ თუ რაღაც იდეოლოგიზებული ბიზნესმენების, რომლებიც, რატომღაც რაღაც მაზოხიზმში გადავარდნილი არიან. ისე უნდათ, რომ რამენაირად დაზიანდნენ, დაზარალდნენ, რომ მერე ამაზე მოთქვან და ვიღაცას დააბრალონ. ნაცი“ ნაცია“. მნიშვნელობა არ აქვს ის სასტუმროს მენეჯერი არის თუ NGO-ს თანამშრომელი. ბათუ ქუთელია არის თუ სხვა ადამიანი. და მითუმეტეს bmg-ზე, როცა ვსაუბრობთ, შეგახსენებთ, რომ ეს ის bmg არის, გიორგი ისაკაძის, რომელსაც აღიარებული აქვს, რომ ჩართული იყო ქართუ“ ბანკის გაკოტრების საქმეში. ადამიანს აღიარებული აქვს, რომ ის შეკვეთილ ჩვენებებს აძლევდა და შეკვეთილ ტრანზაქციებს ახორციელებდა, რომ რაიმენაირად გაეკოტრებინათ 2011 წელს თუ 12 წელს ბანკი ქართუ“ ეს ადამიანი საერთოდ ბიზნესზე, რომ ისაუბრებს სირცხვილი არ არის?“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.