შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია

შალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია

ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია, - განაცხადა ჟურნალისტებთან ჟენევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის საარჩევნო გეგმებთან დაკავშირებით.

როცა საუბრობენ [ოპოზიცია] ერთი ბრენდის ქვეშ გაერთიანებაზე, ამით აღიარებენ, რომ ისედაც ერთი ბრენდის - ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ არიან ყველა. როდემდე უნდა შეგვაყარონ თვალებში ნაცარი?! ნაცარიც აღარ არის. რასაც ვხედავთ, ეს არის თავხედური ტყუილი, როდესაც ვხედავთ ევროპელ პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, რომლებიც გამოდიან და გვესაუბრებიან თითქოს არის რაიმე განსხვავება რადიკალურ ოპოზიციას შორის. ისინი არიან ერთი წყაროდან მომდინარე ნაკადულები, რომლებიც ყოველთვის ერთიანდებიან როგორც ვერცხლის წყალი. ნაცობა“ ეს არის იდეოლოგია და ყველა, ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ერთი პარტიის ნაწილია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.