გიორგი ვოლსკი: დააშავა - უნდა დაისაჯოს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ ნებისმიერი. რა საკვირველია ამას შერაცხავენ პოლიტიკურ დევნად მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად

გიორგი ვოლსკი: დააშავა - უნდა დაისაჯოს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ ნებისმიერი. რა საკვირველია ამას შერაცხავენ პოლიტიკურ დევნად მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად

დააშავა - უნდა დაისაჯოს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ ნებისმიერი. რა საკვირველია ამას შერაცხავენ პოლიტიკურ დევნად მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი ნაცმოძრაობის“ წევრების შეფასებას, რომ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის დაკავება პოლიტიკური სარჩულით მოხდა.

გიორგი ვოლსკის განცხადებით, სუს-ს არ აკლია პროფესიონალიზმი და გამორიცხულია, რომ ბრალდება სიღრმისეულად არ იყოს შესწავლილი.

გამორიცხულია, რომ ამ ბრალდებას წინ არ უძღოდეს საკითხის სიღრმისეული შესწავლა არც პროფესიონალური დონე და არც ზოგადად ის პრინციპები, რომელიც საქართველოს მართვის სისტემაში არსებობს არანაირ ეჭვს არ აჩენს, რომ იქ რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილებაა მიღებული. დააშავა - უნდა დაისაჯოს პოლიტსაბჭოს წევრი იქნება თუ ნებისმიერი პოლიტიკური გაერთიანების წევრი. რა საკვირველია ამას შერაცხავენ პოლიტიკურ დევნად მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ სერიოზულად. სუს-ს არ აკლია არც პროფესიონალიზმი, არც პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, საქმე ეხება თაღლითობას, კერძოდ, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების უზრუნველყოფის სანაცვლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

დაკავებული ლაშა ცანავა ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი დამფინანსებელია და ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის დროს, მისი თანაშემწეც იყო.