გოგა ხაინდრავა:

გოგა ხაინდრავა: "ურსულა! კაია! ვაია და ვუია! აღარც პატივისცემა! აღარც დამოუკიდებლობა! აღარც სუვერენიტეტი! ფეხქვეშ გათელილი ევროპული ღირებულებები!"

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ იქსის საკუთარ გვერდზე აშშ-ევროკავშირის ხელშეკრულებაზე წერს:

"ადრე შუა საუკუნეებში დამპყრობელი ქვეყანას ხარკს რომ დაადებდა, ისე მოექცა ტრამპი ამ ჩვენი ცოდვით სავსე ევროსკავშირს!

ურსულა! კაია! ვაია და ვუია! აღარც პატივისცემა! აღარც დამოუკიდებლობა!

აღარც სუვერენიტეტი!

ფეხქვეშ გათელილი

ევროპული ღირებულებები!

ჩვენც იქით რატომ მივისწრაფი ნეტა?!"