შანსს არ უშვებს ხელიდან გაკოტრებული ოპოზიცია და მისი პარტიული ტელევიზია "პირველი," არ გამოაცხოს ერთდღიანი მორიგი ტყუილი ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე,- წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, ბანკი „ქართუს“ წინააღმდეგ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე.
ფოჩხუას განცხადებით, ბანკი „ქართუ“ არის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ საკუთრება და მისი მოგება მთლიანად ქველმოქმედებას ხმარდება.
მისივე თქმით, „ტვ პირველის“ მიერ ბანკი „ქართუს“ საჩივრის არსის დამალვით მათ მოუწევთ პასუხი აგონ არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე ცილისწამებაზე, არამედ საერთაშორისო გადახდის სისტემასთან.
„შანსს არ უშვებს ხელიდან გაკოტრებული ოპოზიცია და მისი პარტიული ტელევიზია "პირველი," არ გამოაცხოს ერთდღიანი მორიგი ტყუილი ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახზე. ამჟამად საქმე ეხება ბანკი "ქართუს" საჩივარს ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი მედიის წინააღმდეგ, რაც მდგომარეობს შემდეგში, თითქოს ბანკი "ქართუ" არის ივანიშვილის და მისი ოჯახის საკუთრება, არა კარგად იციან, რომ ეს არის სიცრუე. ბანკი არის საქველმოქმედო ფონდის "ქართუს" საკუთრება და მისი მოგება მთლიანად ხმარდება ქველმოქმედებას. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ სასტუმრო, რომლის მოგებაც მთლიანად ფონდი "ქართუს" საკუთრებაა. რაც შეეხება უტა ივანიშვილს, ის არის განმკარგავი და არა მესაკუთრე, იმისა თუ რომელ პროექტზე დაიხარჯოს ფონდის თანხები. აი ეს არის სიმართლე და ეს ინფორმაცია საჯაროა.
რაც შეეხება უშუალოდ სარჩელს, ტვ.პირველის მომზადებულ სიუჟეტში აღნიშნულია, რომ თითქოს ბანკის SWIFT-დან გათიშვა დაკავშირებულია ბანკის ბენეფიციართან, რაც მტკნარი სიცრუეა და რადგან SWIFT-ის საერთაშორისო გადახდის სისტემასთან, არა მარტო ბანკი "ქართუ," არამედ ყველა ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია მოახდინოს სამართლებრივი რეაგირება, ბანკის სარჩელი ეხება სწორედ SWIFT-თან საერთაშორისო ვალდებულებებს. რაც შეეხება ტვ.პირველს, მან დამალა საჩივრის ნამდვილი არსი.
ნუ დაიწყნარებენ თავს, ამჟამად მათ მოუწევთ არა მხოლოდ სასამართლის წინაშე აგონ ცილისწამებაზე პასუხი, არამედ საერთაშორისო გადახდის სისტემასთან.
ეს სიცრუეც ისევე ჩამოეშლებათ პარტიულ ტელევიზიებს, როგორც აქამდე სხვა დანარჩენი. ტვ.პირველი კი აგებს საკადრის პასუხს კანონის წინაშე“,- წერს ნინო ფოჩხუა.