ევროპამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და ამისთვის თავდაცვითი ხარჯების გაზრდას გააგრძელებს, - განაცხადა ევროკომისიის თავდაცვის უწყების ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ანდრიუს კუბილიუსმა.
ევროკომისარმა აღნიშნა, რომ დაუჯერო რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომ ის ევროპის ქვეყნებზე თავდასხმას არ გეგმავს, დაუშვებელია, რადგანაც ანალოგიურ განცხადებებს კრემლის ლიდერი, 2022 წელს უკრაინის მიმართაც აკეთებდა.
„ევროპის მცხოვრებლები საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელსაც პუტინი წარმოადგენს.რუსეთი აძლიერებს ომის მანქანას. სამ თვეში იმაზე მეტი საბრძოლო მასალა აწარმოვა, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში ნატოს ქვეყნებმა. ევროპული დაზვერვა ღიად აცხადებს, რომ სამ-ხუთ წელიწადში რუსეთი ევროპაზე თავდასხმისთვის მზად იქნება, ამიტომაც ევროპელებმა საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი უნდა გავზარდოთ არა იმიტომ, რომ მამას ჩვენგან ამერიკა ითხოვს, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ პუტინის შესაძლო აგრესიის რეალურ საფრთხეს ვხედავთ“, - თქვა კუბილიუსმა.