არჩილ გორდულაძე: „ვივა მედში“ ორი უკურნებელი დაავადება განკურნეს თურმე. მოხდა „სასწაული“ და გამოჯანმრთელდა მიხეილ სააკაშვილი. ამის ფონზე, ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, არის აბსოლუტური ტყუილი

არჩილ გორდულაძე: „ვივა მედში“ ორი უკურნებელი დაავადება განკურნეს თურმე. მოხდა „სასწაული“ და გამოჯანმრთელდა მიხეილ სააკაშვილი. ამის ფონზე, ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, არის აბსოლუტური ტყუილი

ბრიუსელის მიერ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული განცხადებები შანტაჟად ფასდება საქართველოს ხელისუფლების მიერ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე წარსულ გამოცდილებას იხსენებს, მაშინ როცა ევრობიუროკრატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ მას დემენცია ჰქონდა, თუმცა მათი ეს განცხადებები სტრასბურგის სასამართლომ უგულებელყო.

„როდესაც ადამიანები ჩვენ მოგვიწოდებენ და გვეუბნებიან ნებისმიერ რამეს, როდესაც მათ ბოდიშიც კი არ აქვთ მოხდილი და საერთოდ არაფერი არ უთქვამთ მათ შორის არც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის არაფერი როდესაც არ უთქვამთ, რომ საქართველოში, „ვივა მედში“, თბილისის შემოსასვლელში ორი უკურნებელი დაავადება განკურნეს თურმე და ეს უკურნებელი დაავადება მიხეილ სააკაშვილს სჭირდა მაგრამ მოხდა „სასწაული“ და გამოჯანმრთელდა მიხეილ სააკაშვილი. ყველანი ვხედავთ, როგორც არის ეს ადამიანი. ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა ნებისმიერი განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი ქვეყნის შესახებ, სადაც საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებზე არის აბსოლუტური ტყუილი და დაცლილი ყველანაირი სიმართლისგან“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.