საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, პრემიერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც პოლიტსაბჭოს სახელით გაავრცელა. პრემიერის თქმით, "ომში ჩართვის საფრთხე კი არ გაქრა, უფრო მძაფრი გახდა".
დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ „ომის საშიშროება ისევ მაღალია“.
„სურთ, რომ ჩამოიცილონ ხელისუფლება, რომელიც იცავს საზოგადოებას და ქვეყანას ომისგან, არა და ომის საშიშროება ისევ მაღალია. თქვენ ხედავთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ვერ დასრულდა, არა თუ დასრულდა, ახალი საომარი ლოკაციები დაემატა ახლო აღმოსავლეთის სახით, ამიტომ, აქტუალობა ის, რომ მეორე ფრონტის ხაზი გავიდეს საქართველოზე, საქართველო იქცეს მეორე უკრაინად და ის იყოს დამატებითი სისხლის მცლელი რუსეთისათვის, რომ რამენაირად ის დაასუსტონ, ამისთვის გააქტიურდა შანტაჟი და შანტაჟის იარაღად დღეს გამოყენებულია ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, ანუ სურთ საზოგადოება დააშანტაჟონ და მიაღებინონ ის გადაწყვეტილება, რომელიც პოლიტიკურ რყევას გამოიწვევს და ხელს შეუწყობს ხელისუფლების შეცვლას, ხელისუფლების, რომელიც იცავს ქვეყნისა და თავად ამ საზოგადოების ინტერესებს“-აცხადებს ხუნდაძე.