ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანს: შენნაირი თაღლითებისთვის ქვეყნის ინტერესები სწორედ რომ საძმაკაცოს კეთილდღეობაზე გადის. პოლიტიკისკენ გექაჩება შენი დამფინანსებელი პატრონი, მაგრამ ვერ ბედავ აქტიურად ჩართვას

ზურაბ ქადაგიძე ვიქტორ ყიფიანს: შენნაირი თაღლითებისთვის ქვეყნის ინტერესები სწორედ რომ საძმაკაცოს კეთილდღეობაზე გადის. პოლიტიკისკენ გექაჩება შენი დამფინანსებელი პატრონი, მაგრამ ვერ ბედავ აქტიურად ჩართვას

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ვიქტორ ყიფიანის ინტერვიუს ეხმიანება და აღნიშნავს, “ეს ქურდბაცაცა ამბობს, ბაჩიაშვილი რომ ციხეში სცემეს, იქ დასრულდა ქართული სახელმწიფოო. ვიქტორ, ძვირფასო, როგორც  მორალის და ზნეობის გაგება გაქვს ქურდული, ისე სახელმწიფოებრიობის გაგება გაქვს უკუღმართი. ჯერ ერთი, ბაჩიაშვილი სცემეს თუ ბაჩიაშვილმა სცემა, ეს მალე გაირკვევა. როგორც ცნობილია, ციხეში მომხდარი ჩხუბის მონაწილე პატიმარი უმძიმესი დაზიანებებით არის მოთავსებული კლინიკაში და ფრთხილად იყავით, აქეთ ბრალი არ დაუმძიმდეს მაგ შენს „სულიერ ძმას“.

მისი თქმით, ვიქტორ ყიფიანი ამჟამინდელი პატრონებისთვის საინტერესო იმით გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიქირავა ადვოკატად, მისი ფასიც სწორედ ის იყო, რომ შიგნიდან საბოტაჟი მოეწყო, მაგრამ იმდენად უნიჭო ავანტურისტია , რომ ეგეც ვერ მოახერხა.

„გუშინ ახლადგამოჩეკილ აგენტზე, ვიქტორ ყიფიანზე დავწერე ორიოდ სიტყვა და გავახსენე, რომ ბაჩიაშვილის მსგავსად ისიც ქურდია, თაღლითი და მთელმა თბილისმა იცის, რომ მოპარული ფული დააბრუნა და ასე გადაურჩა დაპატიმრებას. ამ საკითხში დღეს კიდევ უფრო დავკონკრეტდები და შევახსენებ მას, რომ სანამ მაღალი პედესტალიდან მორალის კითხვას დაიწყებს, ნუ დაავიწყდება, როგორ მუხლმოდრეკით იხვეწებოდა, დრო მომეცით და მოპარულ ნახევარ მილიონს უკან მოვიტანო... მოიტანა და ამის სამტკიციც არსებობს...

დღეს მისი ინტერვიუდან კიდევ ერთ ნაწილს მინდა გამოვეხმაურო. ინტერვიუში ეს ქურდბაცაცა ამბობს, ბაჩიაშვილი რომ ციხეში სცემეს, იქ დასრულდა ქართული სახელმწიფოო. ვიქტორ, ძვირფასო, როგორც  მორალის და ზნეობის გაგება გაქვს ქურდული, ისე სახელმწიფოებრიობის გაგება გაქვს უკუღმართი. ჯერ ერთი, ბაჩიაშვილი სცემეს თუ ბაჩიაშვილმა სცემა, ეს მალე გაირკვევა. როგორც ცნობილია, ციხეში მომხდარი ჩხუბის მონაწილე პატიმარი უმძიმესი დაზიანებებით არის მოთავსებული კლინიკაში და ფრთხილად იყავით, აქეთ ბრალი არ დაუმძიმდეს მაგ შენს „სულიერ ძმას“

ახლა რაც შეეხება სახელმწიფოებრიობას - შენნაირი თაღლითებისთვის ქვეყნის ინტერესები სწორედ რომ საძმაკაცოს კეთილდღეობაზე გადის. პოლიტიკისკენ გექაჩება შენი დამფინანსებელი პატრონი, მაგრამ ვერ ბედავ აქტიურად ჩართვას, რადგან იცი, იქვე დასრულდები, როგორც ყველა აგენტი დასრულდა ქართულ პოლიტიკაში. 

ხომ არ დაგავიწყდა, როგორ გაგიცნო საზოგადოებამ? შენი ამჟამინდელი პატრონებისთვის საინტერესო იმით გახდი, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიქირავა ადვოკატად, შენი ფასიც სწორედ ის იყო, რომ შიგნიდან საბოტაჟი მოგეწყო, მაგრამ იმდენად უნიჭო ავანტურისტი ხარ, რომ ეგეც ვერ მოახერხე. ისიც ხომ არ გავიწყდება, შენი საადვოკატო კანტორა სწორედ მმართველმა გუნდმა რომ აპიარა და გახადა ცნობილი? ვინ იყავი იქამდე, სანამ ბიძინა ივანიშვილი დაგიქირავებდა? ვინმემ იცოდა შენი სახელი? ამიტომ, ყელყელაობას თავი დაანებე და ჩირგვებში ჩაიმალე, თორემ როგორც შენი ქურდობის ამბავს, ისე შენი აგენტობის და დაფინანსების ამბავს დეტალურად გაიგებს საზოგადოება და ქუჩაში კი არა, „კუხნაში“  გამოსაყოფი თავი აღარ გექნება.“ - წერს ქადაგიძე.