ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: რევოლუცია ჩაუვარდათ, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ, თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო

ზურაბ ქადაგიძე კაია კალასის განცხადებაზე: რევოლუცია ჩაუვარდათ, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ, თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო

რევოლუცია ჩაუვარდათ, ფინანსები გაანიავეს, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსაც ვეღარ იყოლიებენ და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

მისი განცხადებით, კაია კალასის და მისი გარემოცვის პრობლემა, არა მათი დაჟინებული მოთხოვნები, არამედ ქართული საზოგადოების აქამდე ვერ გაცნობაა. რაც შეეხება უვიზო რეჟიმის შეჩერების მუქარას, ქადაგიძის თქმით, სადაც სააკაშვილის „წამებაზე“, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელების გმირობაზე და რადიკალების მშვიდობიანობაზე „სპეკულირებენ“, გასაკვირი არ არის, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმად აბსურდული საბაბი მოიგონონ.

„რევოლუცია ჩაუვარდათ, ფინანსები გაანიავეს, ადგილობრივ აგენტურას პულსი აღარ ესინჯება, ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებსაც ვეღარ იყოლიებენ და ბოლო „კარტის“ გათამაშება დაიწყეს - უვიზოს შევაჩერებთ თუ საქართველოს მთავრობა ჩვენს სურვილებს არ გაითვალისწინებსო...

ისე, ბუნებაში არ არსებობს უვიზოს შეჩერების საბაბი, რომელიმე ქვეყნის მთავრობის პოლიტიკური შეხედულება იყოს, თუმცა, სადაც კლინიკაში მყოფი სააკაშვილის „წამებაზე“, „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელების გმირობაზე, კანონდამრღვევი პოლიტიკოსების უდანაშაულობასა და ექსტრემისტი რადიკალების მშვიდობიანობაზე „სპეკულირებენ“, რა გასაკვირია რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმად, არასამართლებრივი, აბსურდული საბაბი მოიგონონ?!
კალასის და მისი იდიოტი გარემოცვის პრობლემა არა მათი დაჟინებული მოთხოვნები, არამედ ქართული საზოგადოების აქამდე ვერ გაცნობაა.

ვერ გაითავისეს, რომ დედამიწა მრგვალია, მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და ქართველი ადამიანის ბუნება, უსამართლობასთან შეურიგებელია.

ჰოდა, წერეთ და იკითხეთ თქვენი რეზოლუციები, რომელსაც ქართული საზოგადოებისათვის ჩეჩმის ფასი აქვს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

Gami საბაბი რათ უნდათ? საბაბი თვითონვე არიან.
4 საათის უკან