მე ვთხოვდი ამ 17 საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იქნებ გადაეხედათ თავისივე ევროპის ინსტიტუტების და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებისთვის საქართველოსთან მიმართებაში და ასე, ჰაერზე ფასიანი განცხადებები არ გაეკეთებინათ საქართველოს საწინააღმდეგოდ, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების წერილის შეფასებისას.
ის ურჩევს წერილი ავტორებს, საქართველოს შესახებ ევროპული ინსტიტუტების კვლევებს გაეცნონ.
„ეს 17 საგარეო საქმეთა მინისტრი სად იყო მაშინ და სად არიან ხოლმე, როდესაც მაგალითად, ევროპული საერთაშორისო ინსტიტუტები საქართველოს აფასებენ, როგორც პოზიტიური დინამიკის მქონე ქვეყანას. სავალუტო ფონდი ამბობს, რომ ეკონომიკა ყოველწლიურად წინ მიდის და ვითარდება. მსოფლიო ბანკი იმავეს ადასტურებს. საერთაშორისო ინსტიტუტები ამბობენ, რომ დემოკრატიული წინსვლაა საქართველოში. ყოველ ჯერზე ინდექსი პოზიტიურად უმჯობესდება ქვეყანაში მთავრობის კეთილსინდისიერების მიმართულებით და ა.შ. მე ვთხოვდი ამ 17 საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ იქნებ გადაეხედათ თავისივე ევროპის ინსტიტუტების და საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნებისთვის საქართველოსთან მიმართებაში და ასე, ჰაერზე ფასიანი განცხადებები არ გაეკეთებინათ საქართველოს საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელდა წერილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნუალია, რომ წერილი უნდა შეფასდეს როგორც მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე.