მარტა კოსი: ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს

მარტა კოსი: ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს

ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. კანონებში შეტანილი ცვლილებები ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, მარტა კოსიმ საქართველოს შესახებ გამართული დებატების დროს სიტყვით გამოსვლისას.

„ხელისუფლება განაგრძობს ახალი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებას. უახლეს რეპრესიული კანონებში, კერძოდ FARA, „გრანტების შესახებ კანონსა“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, ჩვენს შესაძლებლობაზე, რომ ფინანსური დახმარება უზრუნველვყოთ, უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვა ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა. ანგარიშში კვლავ მოთხოვნილია მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ასევე გვხვდება მოწოდება სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურად აღიარებასთან დაკავშირებით.

რეზოლუციის ავტორმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან დაკავშირებულ ანგარიშს აბსოლუტური უმრავლესობით მიიღებენ, თუმცა დოკუმენტის შინაარსს ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი არ იზიარებს და საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასა და ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევაზე ამახვილებენ ყურადღებას.