ლევან მახაშვილი: კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ჯიბე. როგორც ჩანს, მასთან აპირებენ საბოლოო სცენარზე შეჯერებას და უახლოეს მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ „ნაცმოძრაობის“ ახალ გეგმებს

ლევან მახაშვილი: კეზერაშვილი არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ჯიბე. როგორც ჩანს, მასთან აპირებენ საბოლოო სცენარზე შეჯერებას და უახლოეს მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ „ნაცმოძრაობის“ ახალ გეგმებს

კეზერაშვილი არის ამ რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ჯიბე. ერთის მხრივ, ცდილობენ ფინანსების მოზიდვას (როგორც ჩანს, შემოაკლდათ) და მეორე მხრივ, ცდილობენ სცენარის გავლას - რა, როგორ, ვის რა შეუძლია, ვის რა ფინანსური მოლოდინი უნდა ჰქონდეს ამ ადამიანისგან, - განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლონდონში დავით კეზერაშვილთან გაემგზავრა.

„ვინაიდან არის მთავარი პოლიტიკური ყულაბა, მასთან აპირებენ როგორც ჩანს საბოლოო სცენარზე შეჯერებას და უახლოეს მომავალში ალბათ უნდა ველოდოთ ახალ გეგმებს ნაციონალური მოძრაობის ამ კონკრეტული ფრთისგან“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, კეზერაშვილთან უკვე გაემგზავრნენ პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე. გია ბარამიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დიდ ბრიტანეთში ვიზიტი დაადასტურა.