გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ მიმართ „ლელოს“ შეთავაზებაზე: „ნაცმოძრაობასაც“ ისე გაუკვირდა „შავი ფულის“ შეთავაზება, თითქოს არასდროს არაფერი მაგდაგვარი არ ჩაუდენიათ

გიორგი ვოლსკი „ნაცმოძრაობის“ მიმართ „ლელოს“ შეთავაზებაზე: „ნაცმოძრაობასაც“ ისე გაუკვირდა „შავი ფულის“ შეთავაზება, თითქოს არასდროს არაფერი მაგდაგვარი არ ჩაუდენიათ

„ნაცმოძრაობასაც“ ისე გაუკვირდა „შავი ფულის“ შეთავაზება, თითქოს არასდროს არაფერი მაგდაგვარი არ ჩაუდენიათ, - ასე განმოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი „ლელოს“ შეთავაზებას.

მისი თქმით, „ლელომ“ და მამუკა ხაზარაძემ უნდა გასცეს პასუხი კითხვებს, ატრიალებენ თუ არა „შავ ფულს“ და აძლევენ თუ არა მას „ნაცმოძრაობას“.

„ამაზე პასუხი უნდა გასცეს თავად „ლელომ“ და პირადად ხაზარაძემ. ისევე, როგორც ბევრ შეკითხვას, ატრიალებდნენ თუ არა „შავ ფულს“, იღებდნენ თუ არა „შავ ფულს“, რიცხავდნენ თუ არა „ოფშორულ ზონაში“, აძლევდნენ თუ არა „ნაცმოძრაობას“. „ნაცმოძრაობასაც“ ისე გაუკვირდა „შავი ფულის“ შეთავაზება, თითქოს არასდროს, არაფერი მაგდაგვარი არ ჩაუდენიათ. რა ამოცანებიც ჰქონდათ ერთობლივად, ის ამოცანები აქვთ. ერთმანეთის დისკრედიტაციის მცდელობა არ ნიშნავს იმას, რომ მათი საერთო ამოცანა შეიცვალა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ, ლელოს შეთავაზებას სარგებლის მიღებაზე ლელოს მიმართ კრიტიკის შემცირების სანაცვლოდ. აღნიშნულზე გია ბარამიძემ ისაუბრა.

მანამდე, ამავე პარტიის წევრმა, ანა წითლიძემ იგივე შინაარსის განცხადება გააკეთა.