FT: ევროპის უდიდესი პორტი რუსეთთან პოტენციური ომისთვის ემზადება

FT: ევროპის უდიდესი პორტი რუსეთთან პოტენციური ომისთვის ემზადება

ევროპის უდიდესი პორტი რუსეთთან პოტენციური ომისთვის ემზადება, - წერს Financial Times-ი. გამოცემის ინფორმაციით, როტერდამის პორტმა სამხედრო მარაგით დატვირთული ნატოს ხომალდებისთვის ადგილის გათავისუფლება დაიწყო.

როტერდამის პორტის აღმასრულებელი დირექტორი განმარტავს, რომ ანტვერპენის პორტთან კოორდინაციით გეგმავენ, თუ როგორ მართონ პროცესი თუკი პორტებში ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და კანადის სამხედრო ტვირთი შევა.