მახაშვილი იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშზე: ეს რეზოლუციის პროექტი კარგად განასახიერებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, მიკერძოებულობასა და რეალობის მოწყვეტას, რომელიც ასე გავრცელებული და გამეფებულია ევროპარლამენტში

მახაშვილი იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშზე: ეს რეზოლუციის პროექტი კარგად განასახიერებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, მიკერძოებულობასა და რეალობის მოწყვეტას, რომელიც ასე გავრცელებული და გამეფებულია ევროპარლამენტში

ეს რეზოლუციის პროექტი კარგად განასახიერებს იმ პოლიტიკურ კორუფციას, მიკერძოებულობასა და რეალობის მოწყვეტას, რომელიც ასე გავრცელებული და გამეფებულია ევროპარლამენტში, - ასე აფასებს ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი რასა იუკნევიჩიანეს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელსაც დღეს ევროპარლამენტი განიხილავს.

როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, დღეს ევროპარლამენტს ის პოლიტიკური ძალები აკონტროლებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ე.წ. ღირებულებებთან.

„იმედია, უახლოეს მომავალში გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპარლამენტში სხვა პატრიოტ ძალებთან ვითანამშრომლოთ და ევროპარლამენტს დავუბრუნოთ ის საღი აზრი, რომელიც იყო მაშინ, როდესაც იგი შეიქმნა. ეს არის ფინალური აქტი იმ პროცესის, რომელიც რამდენიმე თვე მიმდინარეობდა რეზოლუციის შემუშავების, დღეს პლენარულ სესიაზე მოხდება ამ რეზოლუციის განხილვა და მიღება. შეგნებულად გააჭიანურეს, რომ ერთი ამბისგან გამოაცხონ რამდენიმე ამბავი და მიაშველონ ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას ზურგი საქართველოში და არ მოაკლონ მსგავსი ამბები“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატები დღეს გაიმართება. რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ ანგარიშში საუბარია ახალი არჩევნებსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.