მას [გიორგი გახარია] არანაირი კონკრეტული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გახსნილიყო [ჩორჩანაში] ბლოკპოსტი, არ გააჩნია, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. დეპუტატი გამოეხმაურა გიორგი გახარიას განცხადებებს, რომელიც ყოფილმა პრემიერმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვისას გააკეთა.
„მას უნდოდა რომ ზოგადი ფრაზით - „ეფექტური კონტროლი“, ერთგვარი ბურუსი დაეყენებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტყეს ჩვეულებრივად იყენებდა და იქ მძიმე ტექნიკითაც შედიოდა იმიტომ, რომ იქ იყო ინერტული მასალის მოპოვების საშუალება, რასაც სოფელი იყენებდა თავისი საჭიროებისათვის. აქედან გამომდინარე რაიმე შეფასებითი საფუძველი, რომ იქ შეიძლება მომხდარიყო ისეთი რამ, რაც შემდგომ მივიღეთ, ასეთი რამ არ არსებობდა და ეს ნათლად გამოჩნდა სწორედ ამ მეორე გამოკითხვის დროს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი გაიხსენებს რამდენ ადგილზე მოხდა (მინიმუმ 25) ღობის გადმოწევა; რამდენი ადამიანი გაიტაცეს და ზოგი ჯარიმით და ზოგიც უფრო მძიმე პირობებით განთავისუფლდა და ამ ყველაფერს შორიდან უნდა ვუყუროთ?
რატომ გააცოფა სეპარატისტული რეჟიმი საგუშაგოს ჩადგმამ? რატომ ითხოვდნენ 2019 წლის 29 აგვისტოს ორმხრივ შეხვედრაზე საგუშაგოს გაუქმებას? ომიტომ რომ საქართველოს ინტერესები ილახებოდა და ჩვენზე ზრუნავდნენ?
დავუშვათ მართლა მავნებლური იყო საგუშაგო, რატომ არ გააუქმეს 6 წლის მანძილზე? თუ მილიონი კვ მ ტერიტორია დავკარგეთ, აქამდე რატომ გვიმალავდნენ? ამის არგუმენტი სადაა ქადაგიშვილო???
ხალხი კი ყოველივეს გათვალისწინებით ფიქრობს, რომ ვიღაცის (რომელიღაც დიფსტეიტის) დავალებით თქვენ ცდილობსთ საჩვენო საქმის მავნებლობად წარმოჩენას! ... და პოლიტიკური ოპონენტის დაჭერას!