დავით ქართველიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის თბილისში შედგენილი აბსოლუტური სისულელე, სრული ცილისწამება და „პოლიტიკური ფსიქიატრიის“ ენაზე დაწერილი ტექსტი

დავით ქართველიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე: ეს არის თბილისში შედგენილი აბსოლუტური სისულელე, სრული ცილისწამება და „პოლიტიკური ფსიქიატრიის“ ენაზე დაწერილი ტექსტი

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ რეზოლუცია თბილისში შედგენილი აბსოლუტური სისულელე, სრული ცილისწამება და "პოლიტიკური ფსიქიატრიის" ენაზე დაწერილი ტექსტია.

ექსპერტის თქმით, რეზოლუციით კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რა ღრმა ავადმყოფობა სჭირს ევრობიუროკრატიის მიერ კონტროლირებად ევროპულ ორგანიზაციებს.

„ა! ა, კიდო!
2025 წლის 3 ივლისი:

„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო… 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების გამო, ჟურნალისტებისა და აქტივისტების პოლიტიკური მოტივებით დაკავებების, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების, ასევე ევროკავშირის მიმართ ანტიევროპული რიტორიკის გაძლიერებისა და რუსეთისა და ჩინეთთან კავშირების განმტკიცების ფონზე. ასამბლეა მოუწოდებს დაიწყოს ეროვნული დიალოგი, მოხდეს ვითარების დეესკალაცია, აღდგეს ნდობა დემოკრატიული პროცესებისადმი და გაძლიერდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზა“.

ეს არის თბილისში შედგენილი აბსოლუტური სისულელე, სრული ცილისწამება და "პოლიტიკური ფსიქიატრიის" ენაზე დაწერილი ტექსტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა ღრმა ავადმყოფობა სჭირს დღეს ევრობიუროკრატიის მიერ კონტროლირებად ევროპულ ორგანიზაციებს. საჭიროა მათგან დისტანცირება, პირბადის ტარება და პირადი ჰიგიენური უსაფრთხოება,“ - წერს დავით ქართველიშვილი.