რატი იონათამიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ განახლებაზე: პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს არის ხშირ შემთხვევაში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წამახალისებელი ჩვენს ქვეყანაში

პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს არის ხშირ შემთხვევაში რადიკალიზმისა და ექსტრემიზმის წამახალისებელი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ განახლებაზე საუბრისას.

„მისმა მფარველებმა რაც არ უნდა თქვან ჩვენს საზოგადოებას ძალიან მკაფიო პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული, ეს არგუმენტებსა და კონკრეტულ ფაქტებზეა დაფუძნებული. აღქმებზე თუ უნდათ გააგრძელონ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი, გააგრძელონ ისე, როგორც ამ კონკრეტულ საიტებზე აქვთ მათ ვირტუალური მონაცემები დატანილი. რა თქმა უნდა რეალობა სხვა არის და ამ რეალობაში სამართლიანად ქართველი ხალხი არის გამარჯვებული“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შესახებ ინფორმაცია არ განახლებულა.