გახარიას პარტიაში რღვევა დაიწყო მაშინ, როცა შექმნა უკვე პარტია. სიაში დამავიწყდა, თავის წარმომადგენლებზე თქვა ვერ ჩავსვიო. როგორც კი შექმნა პარტია მაშინვე წავიდნენ ვიღაცები, ლიდერები მათ შორის იმიტომ, რომ შეუთანხმებლობა იყო, - ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი, გიორგი გახარიას პარტიაში არსებულ დაპირისპირებას.
მისი თქმით, პარტიაში დაპირისპირება გიორგი გახარიას ხასიათს უკავშირდება, რომელსაც ყოველთვის მხოლოდ თავად სურს, რომ ლიდერი იყო.
„გახარიაა ასეთი ბუნების ადამიანი. მას უნდა, რომ ქორწილში იყოს მეფე ყოველთვის. ისე არ მივა არსად ქორწილში და ეს ასე არ ხდება. ეს არის მოცემულობა. აქედან გამომდინარეობს ზუსტად, რომ მასთან ვერასდროს ვერ იქნება ერთიანობა და ეს ხოკრიშვილი არ იქნება გამონაკლისი დარწმუნებული ვარ, როდესაც მისი პარტიის წევრები დატოვებენ მის პარტიას“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო სიიდან რვა ადამიანი ამოიღეს გახარიას პარტია ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა. ხოკრიშვილი მიზეზად თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე შეუთანხმებელ პოზიციას ასახელებს.
დაწყებული ჰესის მშენებლობის ხელშეკრულების მოშლის გამო გვიჩივლა თურქულმა კომპანიამ და არბიტრაჟმა მილიარდ 200 მილიონი ლარის გადახდა დაგვაკისრა!!! რატომ უნდა გადაიხადოს ეს ფულუ ხალხმა?
დამნაშავეა: 1. ან ხელშეკრულების დამრღვევი (ღარიბაშვილი)
2. ან გარეშე ძალა, ვისმა დესტრუქციამაც ვერაშენება განაპირობა (ამ შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს იმ ძალამ და მთავრობამ, ვინც ეს არ/ვერ აღმოფხვრა)
3 ან თუ ხელშეკრულება წამგებიანად იყო შედგენილი, პასუხი უნდა აგოს იმჟამინდელმა იუსტიციის სამინისტრომ, რომელმაც ხელშეკრულების პროექტს ექსპერტიზა ჩაუტარა და ვიზა მისცა!
სხვა გამოსავალი აქ არაა და ეს ამბავი ჩუმად არ ჩაივლის!!!