ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განცხადებაში, რომელიც ეხება USAID-ის პროგრამის ოფიციალურად დასრულებას.
„სააგენტოს [USAID] მიერ 1991 წლიდან ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე დახარჯულმა 9.3 მილიარდმა დოლარმა, რომლის ბენეფიციარებს შორის „ჰამასის“ მოკავშირეებიც იყვნენ, შეერთებული შტატების მიმართ მადლიერების ნაცვლად, უკმაყოფილება გამოიწვია. ერთადერთი, ვინც კარგად ცხოვრობდნენ, იყო უამრავი NGO-ების ხელმძღვანელები, რომლებიც ხშირად ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ დაფინანსებული ხუთვარსკვლავიანი ცხოვრების სტილით ტკბებოდნენ, მაშინ როცა ისინი, ვისაც თითქოსდა ეხმარებოდნენ, კიდევ უფრო უკან წავიდნენ“, - აღნიშნა მარკო რუბიომ.
„მთავრობის მიერ სანქცირებული არაეფექტურობის ეს ერა ოფიციალურად დასრულდა. ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ჩვენ საბოლოოდ გვექნება საგარეო დაფინანსების მისია ამერიკაში, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს პრიორიტეტად მიიჩნევს. 1-ლი ივლისიდან USAID-ი ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას. საგარეო დახმარების პროგრამები, რომლებიც შეესაბამება ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განხორციელდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.