ამ პროცესის არსი გარკვეული მესიჯების გაგზავნაა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ელენე ხოშტარიასა და გედი ფოფხაძის მიერ შიმშილობის შეწყვეტაზე საუბრისას.
„ელენე ხოშტარიას ან გედი ფოფხაძეს გულში რა აქვთ, არ ვიცი, ამას ვერ გაიგებს ვერავინ, რთული ამოსაცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ თავი გამოიჩინეს, თავი დაანახეს, გერმანიის ელჩი ისტუმრეს. რეალურად კი არაფერი შეცვლილა, ვინც არ აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას, ისინი არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. ამ პროცესის არსი, მე მგონი, არის გარკვეული მესიჯების გაგზავნა იმ მიმართულებით, საიდანაც ფინანსები და პოლიტიკური მხარდაჭერა ჩამოდის“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა შეწყვიტა.