ზაზა შათირიშვილი: ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ე.წ. დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელები პოლიტიკური პატიმრები არიან, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი - თავისუფლების მედროშე

ზაზა შათირიშვილი: ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ე.წ. დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელები პოლიტიკური პატიმრები არიან, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი - თავისუფლების მედროშე

ე.წ. დიპლომატები მუდმივად ახდენენ ზეწოლას მთავრობაზე, ადანაშაულებენ მას ევროპული კურსიდან გადახვევაში, რითაც ცდილობენ აგრესიული უმცირესობის ემოციებზე ითამაშონ და საზოგადოება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ. ამ პროცესში უდიდეს როლს თამაშობს ძალადობის და კრიმინალის წახალისება. ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მეთაურობით, ეგრეთ წოდებული დიპლომატები მუდმივად ამბობენ, რომ პოლიციელზე თავდამსხმელი ამაღლობელი და რატიანი პოლიტიკური პატიმრები არიან, მოძალადე დემონსტრანტები - მშვიდობიანი მომიტინგეები, ხოლო პოლიციელისათვის მოლოტოვის კოქტეილის მსროლელი ბანდიტი - თავისუფლების მედროშე,  -  ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

მისი განცხადებით, ამგვარი მოწყვლადი გარემოს შექმნის ერთადერთი მიზანია, გამოჩნდეს თავზეხელაღებული ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ მას მთავრობა „ევროპულ მომავალს“ ართმევს და სასხლეტს თითს გამოჰკრავს, ხოლო თუ ასეთი ადამიანი ბუნებრივად არ გამოჩნდება, მათ თადარიგში ჰყავთ ჯგუფები, რომლებიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ.

„ასეთი მოწყვლადი გარემოს შექმნა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება - გამოჩნდეს ვინმე თავზეხელაღებული ადამიანი, რომელიც დაიჯერებს, რომ მთავრობა მას „ევროპულ მომავალს“ ართმევს და შემდეგ სასხლეტს ხელს გამოჰკრავს, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით. ხოლო თუ ასეთი ადამიანი ბუნებრივად არ გამოჩნდება, მათ თადარიგში რევოლუციური ტრენინგების შედეგად სპეციალიზებული ჯგუფები ჰყავთ, რომლებიც არეულობის მოსაწყობად ნებისმიერ დავალებას შეასრულებენ. ეს აპრობირებული მეთოდი „დიფ სთეითმა“ მეტნაკლები წარმატებით სლოვაკეთში გატესტა. წლების მანძილზე, მათ შორის, ეგრეთ წოდებული ელჩების ხელით, ამ ქვეყანაში აგრესიულად მიმდინარეობდა ლეგიტიმური მთავრობის და მათი პრემიერის რობერტ ფიცოს გაშავების კამპანია, მას გამუდმებით ეძახდნენ პრორუსს, მოძალადეს, ქვეყნის მოღალატეს და შედეგიც დადგა - სიძულვილით სავსე გარემოში „დიფ სთეითის“ წვრილფეხა „მწერალმა“, სინამდვილეში კი დაქირავებულმა ქილერმა, სწორედ რომ სასხლეტს ხელი გამოჰკრა და ფიცოს მკვლელობა სცადა. საბედნიეროდ, ქვეყნის პატრიოტი პოლიტიკოსი გადარჩა.“ - წერს ზაზა შათირიშვილი.

მისი განცხადებით, სლოვაკეთის მსგავსი სცენარი მოქმედებს საქართველოშიც, ელჩებს კი, სოეციალურად გაწერილი გაიდლაინები აქვთ და ამის მიხედვით მოქმედებენ. 

„სწორედ ანალოგიური სცენარი მოქმედებს ჩვენ ქვეყანაშიც. ნურავის ექნება ილუზია, რომ ჰერჩინსკი ან რომელიმე მისი კოლეგა „საქართველოს მომავალზე“ ზრუნავს. ნურავინ იფიქრებს, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ბედი ადარდებთ. მათ აქვთ კონკრეტული დავალება და სპეცსამსახურების მიერ გაწერილი გაიდლაინებით მოქმედებენ. მათი ყოველი უსამართლო განცხადება, მათი ყოველი თავდასხმა საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ქვეყანაში მაქსიმალურად დაიძაბოს სიტუაცია, მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური პოლარიზება და ამ დროს, აუცილებლად გამოჩნდება ან თავად გამოაჩენენ იმ „ერთ თავზეხელაღებულს“, რომელიც ყველაფერზე წავა, მათ შორის ტყვიის გასროლაზე. ის ფაქტი, რომ „დიფ სთეითს“ საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება, ეს არა ვარაუდი, არამედ დადასტურებული ფაქტია. ყველას კარგად გვახსოვს ლორა თორნტონის, მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ღია წერილი, რომელიც საქართველოში მსხვერპლის აუცილებლობაზე საუბრობს,“ - წერს ზაზა შათირიშვილი.