აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა სააგენტო Sputnik-ის რედაქციის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი დააკავეს

აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა სააგენტო Sputnik-ის რედაქციის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი დააკავეს

ბაქოში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურებმა სააგენტო Sputnik აზერბაიჯანის რედაქციის ხელმძღვანელი იგორ კარტავიხი და მთავარი რედაქტორი ევგენი ბელუსოვი დააკავეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ოფიციალური ბაქოს ცნობით, ისინი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ფარულად თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.

სააგენტო Sputnik-ის თანამშრომლების დაკავების შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს.

უწყებამ ბაქოს გადაწყვეტილებას უკანონო და არამეგობრული აქტი უწოდა.

Aburjga Tasmanieli რა გამჭვირვალეა ყველაფერი, რა მარტივია! საქართველოდან ვერ მოახერხეს მე-2 ფრონტის გახსნა! ახლა თურქეთისგან წაქეზებული აზერბაიჯანი ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთს ისე დაუძაბოს, ისე მაგრად, რომ იძულებული გახადოს პროვოკაციას სამხედრო ძალით უპასუხოს! ამ დროს გამოვარდება თურქეთი, გაარღვევს, გაჭრის იმ ზანგეზურის დერეფანს და ვიხილავთ ნატოს კასპიის ზღვაზე და აგერ ჩვენს სამეზობლოში! მგონი ცუდადაა რუსეთის საქმე! ჩვენც კვლავ მოგვთხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კოალიციაში შესვლას!
4 საათის უკან