ზაალ ანჯაფარიძე კაია კალასზე: ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას

ზაალ ანჯაფარიძე კაია კალასზე: ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას

ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა. ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, რომელიც კაია კალასის აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი განცხადებით, კაია კალასის უარს, ეკონტაქტოს ოფიციალურ თბილისს, აქვს კიდევ ერთი არგაცხადებული მიზეზი, რაც გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ ხელისუფლების დამხობას.

“რატომ ჩავიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ჯერ ბაქოში, შემდეგ ერევანში და არ ჩამოდის თბილისში? და ალბათ კიდევ კარგა ხანს არ ჩამოვა. 

ბევრი სპეკულაცია აგორდა ამ თემაზე, თუმცა ჩემი მოკრძალებული აზრით, პასუხი და ახსნა არის მარტივი. ჯერ კიდევ შარშან ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოსთან ყველა მაღალი დონის კონტაქტები და ეს შეზღუდვა დღემდე მოქმედებს, რადგანაც ევროკავშირისთვის მისი გამომწვევი მიზეზები არ მოხსნილა. ამიტომაც ვყავართ კალასს დისტანციაზე. 

თუმცა, ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით, კაია კალასის უარს ეკონტაქტოს ოფიციალურ თბილისს, აქვს კიდევ ერთი არგაცხადებული მიზეზი - ევროკავშირში ჯერ კიდევ იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი აქაური ოპოზიციური ჯგუფები შეძლებენ არსებული ხელისუფლების დამხობას.” - წერს ზაალ ანჯაფარიძე.