ბაქოში, რუსული სააგენტო Sputnik-აზერბაიჯანის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბაქოში, რუსული სააგენტო Sputnik-აზერბაიჯანის ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს

ბაქოში პოლიცია რუსული საინფორმაციო სააგენტოს Sputnik-აზერბაიჯანი ოფისში ოპერაციას ატარებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობა სამართალდამცველების კონტროლის ქვეშ მოექცა. პოლიციაში განაცხადეს, რომ ჩხრეკის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.

გამოცემა Qafqazinfo წერს, რომ მედიაჯგუფ Россия сегодня-ში შემავალ Sputnik-აზერბაიჯანს საქმიანობა ოფიციალურად შეჩერებული იყო, თუმცა ოფისი კვლავ აგრძელებდა მუშაობას და სააგენტოს თანამშრომლები სამსახურში დადიოდნენ.

ჩხრეკა Sputnik-აზერბაიჯანის ოფისში მიმდინარეობს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გამწვავების ფონზე. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ეკატერინბურგში მასობრივად დააკავეს აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლები, 2000-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი მკვლელობების გამო.

Aburjga Tasmanieli დაიწყო დაუფარავი დიდი თურანი!
3 საათის უკან