ბატონ ჰერჩინსკისთან შეხვედრაზე, რომელიც თორმეტი პუნქტის შესრულებას ეხებოდა, რომელიც ჩვენ შევასრულეთ, საბოლოო ჯამში რომ არ მოგვანიჭეს მაშინ კანდიდატის სტატუსი, ვკითხე, კონკრეტულად რა არის ამის მიზეზი, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, კომისიის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, როდესაც ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მისი შეკითხვის პასუხად კონკრეტული მიზეზი ვერ დაასახელა, განაცხადა, რომ რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთი.
„მახსოვს კარგად ჰერჩინსკის სიტყვები, როდესაც კონკრეტული ვერაფერი თქვა, რიტორიკის ტრაექტორია იყო ასეთიო. ახლა, მოდი და გაიგე, რას ნიშნავს რიტორიკის ტრაექტორია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ „რიტორიკის ტრაექტორიასთან“ გვაქვს ჩვენ საქმე თუ არსებობს რამე კონკრკეტული მოცემულობები, გარდა იმისა, რომ რომელიღაც პარტიას, აქ მისი მონათესავე პარტია დანაშაულს ჩაიდენს, თუ არ ჩაიდენს, მისი გულშემატკივრობა ახასიათებს.“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.