ირაკლი კობახიძე: სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი

სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები თითქმის ბოლომდეა მიყვანილი.

„რკინიგზის მიმართულებით გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. სრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რის შემდეგაც რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 000 000-დან 48 000 000 ტონამდე. ასევე, დასრულდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98,5%. ანუ თითქმის ბოლომდეა მიყვანილი ეს სამუშაოები", - განაცხადა პრემიერმა.