ზურაბ ქადაგიძე იტალიაში თბილისის მერის ვიზიტზე: აბა, დასავლეთში არავინ ხვდება მთავრობასო? საცოდაობაა, ჩვენი რადიკალების ყურება, როგორ შარშანდელი თოვლივით ადნებათ

ზურაბ ქადაგიძე იტალიაში თბილისის მერის ვიზიტზე: აბა, დასავლეთში არავინ ხვდება მთავრობასო? საცოდაობაა, ჩვენი რადიკალების ყურება, როგორ შარშანდელი თოვლივით ადნებათ "ნარატივები" და კვლავ აგრძელებენ, იმავე სიგიჟეების კეთებას

„საცოდაობაა, ჩვენი რადიკალების ყურება, როგორ შარშანდელი თოვლივით ადნებათ "ნარატივები" და კვლავ აგრძელებენ, იმავე სიგიჟეების კეთებას“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რითაც იტალიის ქალაქ მილანში თბილისის მერის, კახა კალაძის ვიზიტს ეხმიანება, სადაც ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.  

მისი თქმით, მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები გახდება ის უკანასკნელი განსასვენებელი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“, სადაც დაამთავრებენ სიცრუეზე აწყობილ,  პოლიტიკურ მოღვაწეობას. 

„აბა, დასავლეთში არავინ ხვდება მთავრობასო?

საცოდაობაა, ჩვენი რადიკალების ყურება, როგორ შარშანდელი თოვლივით ადნებათ "ნარატივები" და კვლავ აგრძელებენ, იმავე სიგიჟეების კეთებას.

მოახლოებული ადგილობრივი არჩევნები გახდება ის უკანასკნელი განსასვენებელი „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისა“, სადაც დაამთავრებენ სიცრუეზე აწყობილ,  პოლიტიკურ მოღვაწეობას“- წერს ზურაბ ქადაგიძე.