ყოველმხრივ დისკრედიტირებულ ნაციონალ მოძრაობას, ძალიან უნიჭო სპექტაკლების დადგმის გარდა აღარაფერი არ დარჩა, აშკარად რეჟისორების ნაკლებობას განიცდიან (თან დოიაშვილიც ჩინეთში გაექცათ), ვის რაში ჭირდებოდა თინა ბოკუჩავას ქმრის გატაცება და მერე თითქოს და ზეწოლის შედეგად მისი ბოდიში? რაღაც სკანდალი მოიფიქრეს, მერე ვიდეო ჩაწერეს, ახლა პოლიტიკური შეფასებები და დისკუსიები მოინდომეს, იქნებ მათი გამქრალი რეიტინგი, რაღაც ყალბი აქტუალობით ცოტა მაინც დააბრუნონ - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის გატაცებების, წამების, იძულებით და მუქარით ბოდიშების მოხდას რომელი პოლიტიკური ძალა ახორციელებდა, შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თინა ბოკუჩავას მხრიდან ვინმეს ამ მხრივ დადანაშაულება, ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცდება.
„ყოველმხრივ დისკრედიტირებულ ნაციონალ მოძრაობას, ძალიან უნიჭო სპექტაკლების დადგმის გარდა აღარაფერი არ დარჩა, აშკარად რეჟისორების ნაკლებობას განიცდიან (თან დოიაშვილიც ჩინეთში გაექცათ), ვის რაში ჭირდებოდა თინა ბოკუჩავას ქმრის გატაცება და მერე თითქოს და ზეწოლის შედეგად მისი ბოდიში? რაღაც სკანდალი მოიფიქრეს, მერე ვიდეო ჩაწერეს, ახლა პოლიტიკური შეფასებები და დისკუსიები მოინდომეს, იქნებ მათი გამქრალი რეიტინგი, რაღაც ყალბი აქტუალობით ცოტა მაინც დააბრუნონ. თან შინაგან საქმეთა მინისტრის, გელა გელაძის დისკრედიტაციას ცდილობენ, რომელიც ბოკუჩავამ პერსონალურად ყოველგვარი ფაქტისა და მტკიცებულების გარეშე, საკუთარ აბსურდულ ფანტაზიებზე დაყრდნობით მისივე შეთხზული ისტორიის ორგანიზატორად დაადანაშაულა. ვინ და ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის გატაცებების, წამების, იძულებით და მუქარით ბოდიშების მოხდას რომელი პოლიტიკური ძალა ახორციელებდა, შესაბამისად ნაციონალური მოძრაობის ლიდერის თინა ბოკუჩავას მხრიდან ვინმეს ამ მხრივ დადანაშაულება, ყოველგვარ მორალურ ჩარჩოებს სცდება.“ - წერს ნიკოლეიშვილი.