ნიკოლოზ გოგუაძე: თემურ ცამბაია, კიდევ ერთი პატიმარი,  რომელიც გარდაიცვალა  გამოსვლიდან ძალიან მალევე.  იმიტომ რომ,  განუვითარდა სიმსივნე თავში, მათ  ჰქონდათ ასეთი ჩვევა ერთი და იგივე ადგილზე გირტყამდნენ  ყოველდღიურად

ნიკოლოზ გოგუაძე: თემურ ცამბაია, კიდევ ერთი პატიმარი,  რომელიც გარდაიცვალა  გამოსვლიდან ძალიან მალევე.  იმიტომ რომ,  განუვითარდა სიმსივნე თავში, მათ  ჰქონდათ ასეთი ჩვევა ერთი და იგივე ადგილზე გირტყამდნენ  ყოველდღიურად

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „ეროვნულ-სარწმუნოებრივი მოძრაობის“ დამფუძნებელმა, ნიკოლოზ გოგუაძემ, ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მსხვერპლებზე. 

ნიკოლოზ გოგუაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმის მსახურებს ჰქონდათ ასეთი ჩვევა, რომ  ერთი და იგივე ადგილზე ურტყამდნენ პატიმრებს ყოველდღიურად, რის შედეგადაც ერთ-ერთი პატიმარი გამოსვლიდან ძალიან მალე  თავში სიმსივნით გარდაიცვალა. 

„მიხეილ ცილიკიშვილს ჩემს მეგობარს, არასრულწლოვანი ქალიშვილის გაუპატიურებით დაემუქრნენ.  ამ მეთოდით აღიარებითი ჩვენება მოსთხოვეს. ასევე მყავდა მამა-შვილი დაკავებული ჩემთან  სადაც მამას დაემუქრნენ შვილის გაუპატიურებით მის თვალწინ, შესაბამისადა ასე მოაწერინეს ხელი აღიარებით ჩვენებაზე. 
თემურ ცამბაია, კიდევ ერთი პატიმარი,  რომელიც გარდაიცვალა  გამოსვლიდან ძალიან მალევე, იმიტომ რომ განუვითარდა სიმსივნე თავში, მაგათ ჰქონდათ ასეთი ჩვევა ერთი და იგივე ადგილზე გირტყამდნენ  ყოველდღიურად. თქვენ წარმოიდგინეთ ორი წლის განმავლობაში რაც ჩვენ იქ მოგვიწია ყოფნა, რომ ყოველდღიურად ერთი და იგივე ადგილზე გირტყამენ და გცემენ. შეიძლება სადღაც ჩავარდნა ჰქონდათ ერთი დღე ან ორი, მაგრამ ორი წელია“,-განაცხადა ნიკოლოზ გოგუაძემ.