შალვა პაპუაშვილი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: სწორი მიდგომაა!

შალვა პაპუაშვილი უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ევროკავშირისა და ბრიტანეთის თანამშრომლობის შესახებ: სწორი მიდგომაა!

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ევროკავშირმა და ბრიტანეთმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.

„სწორი მიდგომაა“, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

„დემოკრატიის ფარის“ ჯგუფის ევროპარლამენტარები მიმდინარე კვირაში ლონდონს ესტუმრნენ, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლაში და განეხილათ როგორც გაერთიანებული სამეფოს, ასევე ევროკავშირის საკანონმდებლო პასუხები. დელეგაცია შეხვდა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიბერ უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის, თემთა პალატისა და ლორდთა პალატის წარმომადგენლებს.