მამუკა ხაზარაძე: აიღეთ Chat GPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი და ჩაწერეთ, მოგცეთ მაგალითები, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი

მამუკა ხაზარაძე: აიღეთ Chat GPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი და ჩაწერეთ, მოგცეთ მაგალითები, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი

არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობის საკითხს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთ მედიაში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება პოლიტიკური პარტიებისთვის კაპიტულაციას ნიშნავს.

„აიღეთ Chat GPT ან ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტი და ჩაწერეთ, მოგცეთ მაგალითები, საარჩევნო ბოიკოტს რომელ ქვეყანაში მოუტანია შედეგი. არ მონაწილეობა არჩევნებში პარტიებისთვის - ეს ნიშნავს კაპიტულაციას“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დაპირისპირება და განხეთქილება ოპოზიციაში - მიზეზი, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხია. „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია „ახალი“, არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებენ და სხვებსაც თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ. გახარიას პარტია და „ლელო“ კი არჩევნებისთვის ემზადებიან. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპონენტები გადაწყვეტილებას გარე ძალების დავალებით მიიღებენ.