ლაშა კასრაძე: საქართველო დასავლეთს ხელახლა უნდა გავაცნოთ - ამერიკაშიც, დასავლეთშიც არსებობენ დიდი მოაზროვნეები, დიდი ინტელექტუალური ძალაა, რომელიც არ ეთანხმება ერთმიმართულებიან საგარეო პოლიტიკას საქართველოს მიმართ

ლაშა კასრაძე: საქართველო დასავლეთს ხელახლა უნდა გავაცნოთ - ამერიკაშიც, დასავლეთშიც არსებობენ დიდი მოაზროვნეები, დიდი ინტელექტუალური ძალაა, რომელიც არ ეთანხმება ერთმიმართულებიან საგარეო პოლიტიკას საქართველოს მიმართ

საქართველო დასავლეთს ხელახლა უნდა გავაცნოთ, - განაცხადა საერთაშორისო ურთიერთობების ანალიტიკოსმა ლაშა კასრაძემ, რომელიც თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში მიმდინარე პანელური დისკუსიებში მონაწილეობს.

მან აღნიშნა, რომ არსებობს მეორე ამერიკა, რომელიც არ არის ორინეტირებული საქართველოს ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

„საქართველო არ შეიძლება იყოს რაღაც კოლოფში არსებული, წარმოდგენებზე დაარსებული სახელმწიფო, ქვეყანა, საზოგადოება, რომელსაც აქედან გამომდინარე უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები.

არის მეორე ამერიკა, რომელიც აბსოლუტურად არ არის ორიენტირებული იმაზე, რომ საქართველო იყოს გამოყენებული რაიმე ინსტრუმენტად, რომელიც დაპირისპირების საგანი იქნება რამდენიმე ან ორ დიდ ძალაუფლებას შორის.

გავიაზროთ ის, რომ მეორე რეალობაც არსებობს, ამერიკაშიც, დასავლეთშიც კი არსებობენ დიდი მოაზროვნეები, დიდი ინტელექტუალური ძალაა, რომელიც არ ეთანხმება იმ ერთპოლუსიანი სამყაროს ჩამოყალიბებულ, ერთმიმართულებიან საგარეო პოლიტიკას საქართველოს მიმართ”, - განაცხადა ლაშა კასრაძემ.

თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონული ფორუმის ფარგლებში პანელური დისკუსიები იმართება. გაიმართა სესია სახელწოდებით „ისტორიის დაბრუნება- საქართველო მრავალპოლარული სამყაროს პირობებში, რეალისტური და ცივილიზაციური ხედვა პატარა სახელმწიფოს გადარჩენისთვის“.

ფორუმში ადგილობრივ მომხსენებლებთან ერთად, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დარგის ექსპერტები. ისაუბრეს საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ როლზე მსოფლიოში.