მრავლისმთქმელია ზაზა შათირიშვილი წერილი, სადაც ის, ტრამპი-მასკის დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რომელიც კარგად შენიღბული გეგმის ნაწილია, ტრამპისა და მასკს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ხელოვნურია, რომელიც მსოფლიოში მმართველობის ახალი ფორმის შემოღებას ემსახურება, როგორიც არის ე.წ. კორპორაციული მართვა, რომელიც თავის მხრივ სრულად ჩაანაცვლებს პარტიულ მმართველობას, როგორც მართვის ეფექტური მეთოდი, რომლის შემოღება გამოწვეული იქნება "ხალხზე ზრუნვით" - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე.
როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, კლანური მმართველობა რომელსაც დიფ სთეითის სახით ვიცნობთ, საკუთარი გავლენების გაზრდას და მართვის სადავეების სრულად აღებას ცდილობს, საიდან უნდა დაიწყოს ახალი "პროგრესული" სამყაროს დაბადება თუ არა ამერიკიდან? და ვინ უნდა იყოს მისი პირველი ხელმძღვანელი? რა თქმა უნდა პროგრესული ილონ მასკი, როგორც ნოვატორი და პროგრესული ადამიანი.
„მრავლისმთქმელია ზაზა შათირიშვილი წერილი, სადაც ის, ტრამპი-მასკის დაპირისპირების შესახებ საუბრობს, რომელიც კარგად შენიღბული გეგმის ნაწილია, ტრამპისა და მასკს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება ხელოვნურია, რომელიც მსოფლიოში მმართველობის ახალი ფორმის შემოღებას ემსახურება, როგორიც არის ე.წ. კორპორაციული მართვა, რომელიც თავის მხრივ სრულად ჩაანაცვლებს პარტიულ მმართველობას, როგორც მართვის ეფექტური მეთოდი, რომლის შემოღება გამოწვეული იქნება "ხალხზე ზრუნვით". რეალობა კი შემდეგია, კლანური მმართველობა რომელსაც დიფ სთეითის სახით ვიცნობთ, საკუთარი გავლენების გაზრდას და მართვის სადავეების სრულად აღებას ცდილობს, საიდან უნდა დაიწყოს ახალი "პროგრესული" სამყაროს დაბადება თუ არა ამერიკიდან? და ვინ უნდა იყოს მისი პირველი ხელმძღვანელი? რა თქმა უნდა პროგრესული ილონ მასკი, როგორც ნოვატორი და პროგრესული ადამიანი. ამერიკის შემდეგ ახალი ტიპის მმართველობა ევროპაში გაჩნდება, რომელიც დიფ სთეითის საყვარელ სათამაშოს წარმოადგენს, სამწუხაროდ თანამედროვე სამყაროში ცდილობენ სამშობლოს ცნების მიჩქმალვას, აღნიშნულს ემსახურება მიგრანტთა დიდი ნაკადები, რომელთა მართვა ხელოვნურად არ ხდება, სწორედ მიგრანტების დამსახურებაა, რომ დღეს ევროპის ტრადიციული და საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნები თვითგანადგურების რეჟიმში არიან, ერთ დროს კულტურის გამავრცელებლები, დღეს კულტურულ დეგრადირებას და სიდუხჭირეს განიცდიან! ეტაპობრივად მოხდება სახელმწიფოებრიობის გაუქმება, რისთვისაც მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია, "პროგრესული ლიბერალების" დიდი ნაწილი ხომ, მსოფლიოს მიიჩნევს საკუთარ ნავსაყუდლად და არა კონკრეტულ სახელმწიფოს, მათთვის სახელმწიფოებრიობის გაუქმება არათუ მტკივნეული, არამედ სასიხარულო იქნება, რადგან ისინი არა რაღაც კონკრეტულის ნაწილი, არამედ მსოფლიოს ნაწილი გახდებიან, რეალურად კი სიხარულით დათანხმდებიან მონობას და სხვის მორჩილებას, რასაც ახლაც წარმატებით ახორციელებენ!“ - წერს ჩიხელიძე.