გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობის სახალხო დამცველის საქმე თურმე არ ყოფილა პატიმრის უფლების დაცვა

გურამ მაჭარაშვილი: ნაციონალური მოძრაობის სახალხო დამცველის საქმე თურმე არ ყოფილა პატიმრის უფლების დაცვა

„ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აკრედიტებულ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების ელჩების საყურადღებო განცხადებას აკეთებს და აცხადებს, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კიდევ ერთხელ გახდა თვალსაჩინო სააკაშვილის რეჟიმის ხასიათი, რადგან თურმე პატიმრის უფლებების დაცვა არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე.  

კომისიის წევრს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს აძლევს ერთ-ერთი დაზარალებულის, გიული ავალიშვილს განაცხადზე მაშინდელი სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის შესაბამისი პასუხი, როდესაც მან უარი თქვა პატიმარ გიორგი ავალიშვილის (თირკმელების ტერმინალური უკმარისობით დაავადებული ადამიანის) საქმის განხილვაზე. 

„ჩემი საქმე არ არის პატიმრის უფლებები, ეს გითხრათ მაშინდელმა სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა? ეს არის ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების ელჩების გასაგონად რომ ვთქვა, მათი ნანატრი ნაციონალურიო მოძრაობის დროს მოქმედი სახალხო დამცველის პასუხი, რაზეც არცერთი ელჩი არ გააკეთებდა ახლა კომენტარს. თურმე პატიმრის უფლებების დაცვა არ ყოფილა სახალხო დამცველის საქმე," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

დეპუტატი დაინტერესდა ასევე, თუ იყო რაიმე ტიპის გამოხმაურება რეჟიმის პოზიციაზე ელჩების ან იმ პოლიტიკოსების მხრიდან, ვინც  სააკაშვილის რეჟიმს „დემოკრატიის შუქურად“ მოიხსენიებს. „იმათ მაინც გიპასუხონ, ელჩები იქნებიან თუ პოლიტიკოსები, ვინც დღემდე სააკაშვილს და ნაცმოძრაობას ევროპული ღირებულების პოლიტიკოსსა და პოლიტიკურ პარტიას უწოდებენ. გიპასუხებენ თუ არა არ ვიცი, სავარაუდოდ არა, იმიტომ, რომ ოთხჯერ მიმართეთ და არ გაუციათ პასუხი. იქნებ ახლა მაინც იმ ელჩებმა გიპასუხონ, ვისაც დღემდე მიაჩნიათ, რომ სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც თქვენ ძმა მოგიკლათ, სხვებს ქონება წაართვა და ათას უბედურებაში გახვია ქვეყანა, არის „დემოკრატიის შუქურა.“ თქვენ ერთ-ერთი ხართ იმ ასეულობით ადამიანიდან, რომელიც კომისიაზე მოვიდა და  ოჯახის წევრის სიკვდილის ან გაუბედურების ამბავს ჰყვება. სხვები ვერ მოჰყვებიან, რადგან გარდაცვლილები არიან," -  განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.