შსს - ინფორმაცია ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.
ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს შს სამინისტროში განუცხადეს. მოგეხსენებთ, რომ დღეს პრემიერმა ახალი შს მინისტრი წარდაგინა, რის შემდეგაც სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ.
როგორც აღვნიშნეთ, შს სამინისტრომ ჩვენთან საუბარში ეს ინფორმაცია უარყო.