ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა - როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის "გაპრავება", მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კონსტიტუციონალისტის, ვახტანგ ხმალაძის განცხადებას.
მისივე თქმით, ფაქტი ერთია - აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს.
„აი ამ პატივცემულ გვამს კონსტიტუციონალისტი ქვია, ეთერ-ეთერ დაიარება და ხალხს ჭკუას არიგებს... ხმალაძის აზრით, ტრამპის მოლოცვა ყოფილა თურმე პროტოკოლური, ხოლო აი რუბიომ შინაარსი ჩადო თავის სიტყვებში. ასეა - როდესაც აგენტს უწევს ყველაფრის "გაპრავება", მსგავს სისულელესაც ისე ამაყად იტყვის, რომ წარბიც კი არ შეუთამაშდება. რომ დაევალებინათ, იმასაც იტყოდა, ტრამპი არაფერია, აშშ-ს მარკო რუბიო მართავსო, მაგრამ თუ ხმალაძის და მისი მსგავსი უსინდისოების ბუნებას გავითვალისწინებთ, არც ესაა გამორიცხული. ფაქტი კი ერთია - აშშ-ს პრეზიდენტის ღირსეულმა მოლოცვამ მთლიანად ჩამოანგრია ისედაც დაშლილი ოპოზიციური აგენტურა და ისეთ დღეში ჩაყარა, რომ მსგავს ბოდვებს ალაპარაკებს...“ - წერს დავით ჩიხელიძე.