არა მგონია, პრეზიდენტი ტრამპი მორიდებული იყოს თავისი აზრების გამოთქმაში ან ვინმეს ეიძულებინა, მიხეილ ყაველაშვილს მიულოცე, არ მილოცვა უხერხულიაო. უხერხული, ის იყო მილოცვის მაგივრად ჭკუის დარიგებას რომ ვერ იშლიან ევროპელი ლიდერები,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილი კითხვით მიმართავს ოპოზიციას და მის მხარდამჭერებს, რომ ახლა ვინ არის არალეგიტიმური, საქართველოს ხელისუფლება, თუ ოპოზიციის გაფარჩაკებული რადიკალური "ვილსონური" ლიდერები და მათი იდეები.
„არა მგონია, პრეზიდენტი ტრამპი მორიდებული იყოს თავისი აზრების გამოთქმაში ან ვინმეს ეიძულებინა, მიხეილ ყაველაშვილს მიულოცე, არ მილოცვა უხერხულიაო. უხერხული, ის იყო მილოცვის მაგივრად ჭკუის დარიგებას რომ ვერ იშლიან ევროპელი ლიდერები. აშშ-ს პრეზიდენტმა კი მილოცვასთან ერთად ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების, სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების იმედი გამოთქვა. „ბატონო პრეზიდენტო, დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის 107-ე წლისთავია — ეპოქალური თარიღი ქართველი ხალხის ბრძოლაში სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული იდენტობისათვის, რომელიც მძიმე სირთულეებისა და გამოწვევების ფონზე მიმდინარეობდა თაობიდან თაობამდე. ჩემი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები. სამომავლოდ ველოდები ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას სამართლიანი ვაჭრობის მხარდაჭერისა და ორმხრივი თანამშრომლობის არეალის გაფართოების გზით. გულითადად ვულოცავ ქართველ ხალხს ამ მნიშვნელოვან თარიღს, რომელიც ქვეყნის გამორჩეულ და მრავალფეროვან ისტორიას ასახავს.”
კი მერიდება, მაგრამ ვერ ვიზიარებ ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მწუხარებას ამ მათთვის მოულოდნელი ელდის გამო, მაგრამ მაინც ვკითხულობ ახლა ვინ არის არალეგიტიმური საქართველოს ხელისუფლება თუ თქვენი გაფარჩაკებული რადიკალური "ვილსონური" ლიდერები და მათი იდეები?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.