ირაკლი ქადაგიშვილი: იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული წყებაა საკითხების, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები

ირაკლი ქადაგიშვილი: იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული წყებაა საკითხების, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები

იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული წყებაა საკითხების, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.

„ამ პიროვნებამ [ბაჩიაშვილმა] სხვისი ქონება მიითვისა, რაზეც შესაბამისი სასჯელი არსებობს. მუდმივად აპელირებდა პოლიტიკაზე, რომ თავისი დანაშაული პოლიტიკურ საბურველში გაახვიოს და პოლიტიკური ინდულგენცია მიიღოს. იწყება სპეკულაციები, რომ ბაჩიაშვილი უნდა აწამონ, მოკლან. კლასიკური, პროპაგანდისტული წყებაა საკითხების, რომლითაც ყველა დამნაშავის გათეთრებას ცდილობენ ხოლმე გარკვეული ძალები“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.