გივი მიქანაძე ტრამპის წერილზე: ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან

გივი მიქანაძე ტრამპის წერილზე: ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან

ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ ტრამპის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მილოცვის კომენტირებისას.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილების შემცველი მოლოცვა, რომელიც ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტ ტრამპის და მისი ადმინისტრაციის განწყობას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან. განსაკუთრებულ როლს ის ანიჭებს ეკონომიკურ თანამშრომლობას, რაც ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება იმის, რომ ჩვენი ეკონომიკა წინ წაიწიოს, გაძლიერდეს, განვითარდეს და ეს ყველაფერი თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აღქმადობით გაიზომება. უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ იმ გადატვირთვის კომპონენტს, რაზეც საჯაროდ არაერთხელ განვაცხადეთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.